ყაზაიშვილის კიდევ ერთი საგოლე პასი

0
43

ვაკო ყაზაიშვილმა „შანდუნის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ჩინეთის სუპერლიგაში კიდევ ერთი გოლი მიითვალა, მაგრამ ეს მის გუნდს ბევრი არაფერში წაადგა.
მე-8 ტურში „შანდუნი“ სტუმრად „ბეიჯინგ გოანს“ შეხვდა და სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ქართველმა მე-4 წუთზე ზეკას გაატანინა, რომელმაც 37-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ამის შემდეგ მასპინძლებმა 6 უპასუხო ბურთი გაიტანეს. ყაზაიშვილი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, მან ამ სეზონში ჩინეთის ჩემპიონატში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. „შანდუნი“ 16 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.
MLS-ის მე-9 ტურში “ატლანტა იუნაიტედი” გასვლაზე “ფილადელფიასთან” );3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო. “ატლანტა იუნაიტედი” 9 ქულით 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი