16-წლამდელებმა განვითარების თასზე მეორე ადგილი დაიკავეს

0
12

საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მოლდოვაში გამართულ უეფას განვითარების თასზე დასკვნითი შეხვედრა მოლდოველ თანატოლებთან ჩაატარეს და 0:1 წააგეს. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს.
მანამდე, ალექსანდრე კობახიძის გაწვრთნილმა გუნდმა ესტონეთს 4:0 აჯობა, ხოლო აზერბაიჯანთან 0:1 დამარცხდა და საბოლოოდ მეორე ადგილზე გავიდა.
საქართველოს ნაკრები მიმდინარე წლის შემოდგომაზე 17 წლამდე ნაკრების ეგიდით, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ისლანდიას და საბერძნეთს უმასპინძლებს. 3-გუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე თამაშს ორი  განაგრძობს.
ლაშა თაბაგარი