ირაკლი ეგოიანმა არნემის „ვიტესის“ მაისურით თავისი პირველი დუბლი შეასრულა. ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონის 35-ე ტურში არნემელებმა „როდა“ მიიღეს და 3:0 დაამარცხეს.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ანგარიში 30-ე წუთზე გახსნა, როდესაც საჯარიმოში პოსტმას გადაცემა მიიღო და ერთი შეხებით გაიტანა.
50-ე წუთზე მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს და „როდას“ საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა პოსტმამ მოიგო, ხოლო კარის წინ მდგომმა ეგოიანმა თავით გაიტანა. 77-ე წუთზე პოსტმას პასის მერე, სტუმართა კარი კორნელიესემ აიღო. ეგოიანმა შეუცვლელად ითამაშა და მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 8 გოლის გარდა, 5 საგოლე პასი. ფინანსური პრობლემების გამო სეზონის წინ არნემელებს 27 ქულა დააკლეს და 10 ქულით 20 გუნდში ბოლო ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი
