ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ “სარაგოსას” უხვგოლიან მატჩში აჯობა

0
48

„ლევანტე“, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვიული გამოდის, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნდა. 36-ე ტურში ვალენსიელებმა „სარაგოსა“ მიიღეს და 5:2 დაამარცხეს
შეხვედრის მე-6 წუთზე ხოსე ლუის მორალესმა მეტოქის საჯარიმოში ერთი მცველი ჩამოიცილა და პასი კარლოს ალვარესს გაუკეთა, რომელმაც ვარდნაში თავით გაიტანა.
მე-12 წუთზე „ლევანტეს“ შეტევის დროს სტუმართა მეკარე საჯარიმოს გარეთ გაუაზრებლად გამოვიდა და მცველებიც დააბნია, რითაც ალექს ფორესმა კარგად ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა.
50-ე წუთზე ხოსე ლუის მორალესი მეკარესთან პირისპირ გავიდა და საუცხოო ფინტით თავგზა დაუბნია, რის შემდეგ ამ სეზონში თავისი მე-10 გოლი შეაგდო. სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა დაახლოებით 25 მეტრიდან მარცხენა ფეხით სახიფათოდ დაარტყა და ბურთი კარს არცთუ დიდი მანძილით აცდა. 85-ე წუთზე ესპიმ სტუმრები მეოთხედ დაამწუხრა. 89-ე წუთზე სარაგოსელმა სანსმა ერთი ბურთი გაქვითა.მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე სტუმართა მცველმა თავის საჯარიმოში ესპი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც რომერომ გამოიყენა. ორ წუთში “სარაგოსადან” თავი კალერომ გამოიჩინა. ქოჩორაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
„ლევანტ“ 66 ქულით 22-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს მეორე ადგილზე მყოფ „ელჩეს“, რომელმაც ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი