პსჟ-ს თავდამსხმელ უსმან დემბელესთვის „ოქროს ბურთის“ მოგებაზე უფრო მნიშვნელოვანი გუნდური ჯილდოების მოგებაა..
„ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლა? მთავარია, რომ ახლა პსჟ როგორც გუნდი მოქმედებს და ჩვენ ერთად თამაში გვსიამოვნებს. წინ კიდევ დიდი გზაა და ჩემთვის გუნდურ ჯილდოებზე მნიშვნელოვანი არაფერია“ – იუწყება საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 27 წლის თავდამსხმელის ნათქვამს ფრანგული მედია.
მიმდინარე სეზონში დემბელემ პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 42 მატჩში 32 გოლი გაიტანა, რაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.
ლაშა თაბაგარი
