არგენტინის ეროვნული ნაკრების და „ინტერ მაიამის“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ „მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ფეხბურთზე გავლენაზე ისაუბრა.
„გვარდიოლას ეს სხვა სამყაროა. ის ხედავს იმას, რასაც ვერავინ ხედავს. მან ფეხბურთი შეცვალა. ყველას ჩვენი კოპირება სურდა. სინამდვილაში მან ასე უნებლიედ ფეხბურთი დააზიანა – ხალხი ცდილობდა „ბარსელონას“ მსგავსად ეთამაშა, მაგრამ არ ესმოდათ ეს როგორ გაეკეთებინათ,.. ჩვენ განსაკუთრებული გუნდი გვყავდა ხავისთან, ანდრეს ინიესტასთან და ბუსსკეტსთან ერთად ნახევარდაცვაში, რაც მწვრთნელის და მოთამაშეების იდეალური შერწყმა იყო“ – ციტირებს მესის Sportskeeda.
მესი „ბარსელონაში“ 2004-2021 წლებში თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 778 მატჩში 672 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი
