მიქაძის დებიუტი „გარეჯში“ – ქუთაისელები ბოლო წუთებში გადარჩნენ

0
38

გიორგი მიქაძის დებიუტი საგარეჯოს „გარეჯის“ მთავარი მწვრთნელის ქუთაისის „ტორპედოსთან“ შედგა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრის დასკვნით მე-9 ტურში კახურმა გუნდმა თბილისში „მიხეილ მესხი 2“-ზე რიონისპირელებს უმასპინძლა და სამი ქულის აღების შანსი ხელიდან ბოლო წუთებზე გაუშვა.
მატჩის მე-8 წუთზე „ტორპედოს“ საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი ბადრი გოგობერიშვილის პასის შემდეგ კამერუნელი ფრანსუა ეკონგოლოს დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, მაგრამ აფრიკელის ფეხიდან კარში აღმოჩნდა – 1:0.
ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე ცოტნე ფაცაციამ კუთხური ჩააწოდა და სოლომონ კვერკველიამ თავით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. მანგოლი  ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა.
ქუთაისელებს 9 ქულა აქვთ და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე არიან, ხოლო „გარეჯმა“ 5 ქულით ბოლო ადგილს თავი დააღწია და მეცხრეა.
გარეჯი 1:1 ტორპედო 
ლაშა თაბაგარი