კვარაცხელიას მცირე დრო მისცეს

0
16

ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში „ლე ავრთან“ საშინაო შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა. ეს გასაგებია, რადგან რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში სტუმრად ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ 2:3 წაგებულ რთულ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა.
ნაადრევად გაჩემპიონებულმა პსჟ-ს, რომელიც განაცხადში არც საუკეთესო ბომბარდირი უსმან დემბელე იყო, „ლე ავრს“ 2:1 აჯობა. ანგარიში მე-8 წუთზე დეზირე დუემ გახსნა, ხოლო 50-ე წუთზე განსალუ რამუშმა სტუმართა კარი მეორედ აიღო. მე-60 წუთზე „ლე ავრიდან“ თავი სოუმარმა გამოიჩინა. კვარაცხელია თამაშში 73-ე წუთზე ბარკოლას ნაცვლად ჩაერთო. პსჟ, რომელსაც ჩემპიონატში ჯერ არ წაუგია 77 ქულით ლიდერობს.
ლაშა თაბაგარი