ტოტი: „მარადონას შემდეგ მეორე ადგილზე რონალდოს დავაყენებდი“

0
4

ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელ ფრანჩესკო ტოტის ბრაზილიელი ფორვარდი რონალდო არგენტინელ ლიონელ მესიზე და პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდუზე უფრო ძლიერად მიაჩნია.
„მე რონალდო „ფენომენთან“ ერთად თამაში მსურდა. ის ლესიზე და კრიშტიანუზე უფრო ძლიერი იყო. ეს სამი არაჩვეულებრივი განსხვავებული მოთამაშეა. მარადონას შემდეგ მეორე ადგილზე რონალდოს დავაყენებდი. ისინი ადამიანები არ იყვნენ“ – ციტირებს Il Messaggero ტოტის, რომელმაც მთელი კარიერა „რომაში“ გაატარა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 786 მატჩში 306 გოლი გაიტანა.
მან რომაელებთან ერთად იტალიის ჩემპიონატი ერთხე, ხოლო იტალიის თასი და სუპერთასი ორ-ორჯერ მოიგო. ის იტალიის ნაკრებთან ერთად 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ლაშა თაბაგარი