ბათუმელებმა მეორე ადგილი შეინარჩუნეს

0
13

ბათუმის „დინამომ“, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრე მეორე ადგილზე დაასრულა. მე-9 ტურში ბათუმელები სტუმრად ფოთის „კოლხეთს“ შეხვდნენ და ორბურთიანი სხვაობით აჯობეს.
ბათუმელებმა 27-ე წუთზე კუთხური ჩააწოდეს და უკრაინელი მცველის არტემ მილჩენკოს დარტყმის შემდეგ, ფოთელი ფეხბურთელის მცველიდან ბურთი ლუკა წულუკიძეს მიუვიდა, რომელმაც „ჭვინტით“ გაიტანა – 0:1. მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე უხეშობისთვის „კოლხეთის“ მცველი არჩილ დათუაშვილი გააძევეს. შეხვედრის ბოლო წუთზე თანაგუნდელის პასის შემდეგ, ჯალენ ბლესა ფოთელთა ნახევარზე ორ მცველს გაექცა და მეკარესთან პირისპირ გასულმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2.
ბათუმელები 21 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე არიან, ხოლო კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი „კოლხეთი“ 5 ქულით ბოლოსწინაა.
კოლხეთი 1913 0:2 დინამო ბთ 
ლაშა თაბაგარი