„ვალენსიამ“ წაუგებელი სერია შვიდ მატჩამდე გაზარდა

0
20

„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. 32-ე ტურში „ღამურები“ გასვლაზე „რაიო ვალეკანოს“ შეხვდნენ და ქულა აიღეს – 1:1.
მასპინძლები 45-ე წუთზე მას მერე დაწინაურდნენ, რაც ვალენსიელმა სესარ ტარეგამ ავტოგოლი მიითვალა. 75-ე წუთზე სტუმრებიდან თავი ფორვარდმა უმარ სადიქმა გამოიჩინა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში 28-ჯერ ითამაშა და 7-ჯერ გოლი არ გაუშვა. „ვალენსიას“ ზედიზედ 7 თამაშია არ წაუგია (4 გამარჯვება და 3 ფრე) – 38 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი