საბა მამაცაშვილმა „სირიუსში“ გადასვლის შემდეგ შვედეთის უმაღლესი დივიზიონში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მე-4 ტურში „სირიუსი“ სტუმრად „მალმიოს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მარცხენა მცველმა მე-10 წუთზე ბურთი კარში პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია – 0:1. ის 64-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 85-ე წუთზე გაიტანეს. „სირიუსი“ 4 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
