კონფერენს ლიგაში 1/2-ფინალისტები გაირკვა

0
5

უეფას კონფერენს ლიგაში 1/2-ფინალური წყვილები გაირკვა. ლონდონის „ჩელსიმ“ სტუმრად ვარშავის „ლეგიას“ 3:0 აჯობა, ხოლო შინ 1:2 დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე შვედეთის „დურგარდენს“ შეხვდება. შვედებმა შინ ვენის „რაპიდთან“ 0:1 წააგეს, თუმცა ავსტრიაში 4:1 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
სევილიას „ბეტისმა“ სახლში „იაგელონიას“ ორი უპასუხო ბურთი გაუტანა, ხოლო პოლონეთში დაპირისპირება 1:1 დასრულდა. სევილიელები 1/2-ფინალში ფლორენციის „ფიორენტინას“ შეხვდებიან, რომელიც კონფერენს ლიგის ფინალში ზედიზედ ორჯერ დამარცხდა. ფლორენციელებმა სლოვენიაში „ცელიეს“ 2:1 სძლიეს, იტალიაში კი დაპირისპირება 2:2 დასრულდა.
კონფერენს ლიგის პირველ თამაშები 1 მაისს შედგება, ხოლო საპასუხო – 8 მაისს.
ლაშა თაბაგარი