16-წლამდელებმა უეფას განვითარების თასზე მეორე მატჩი წააგეს

0
18

საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მოლდოვაში მიმდინარე უეფას განვითარების თასის გათამაშებაში მეორე მატჩი აზერბაიჯანელ თანატოლებთან ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
აზერბაიჯანელებიდან ერთადერთი გოლი მე-10 წუთზე კარიმოვმა გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე კობახიძის გაწვრთნილებმა პირველ შეხვედრაში ესტონეთი 4:0 დაამარცხეს. ჩვენი გუნდი ტურნირზე ბოლო თამაშს 19 აპრილს მასპინძელ მოლდოვასთან გამართავს.
საქართველოს ნაკრები მიმდინარე წლის შემოდგომაზე 17 წლამდე ნაკრების ეგიდით, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ისლანდიას და საბერძნეთს უმასპინძლებს. 3-გუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე თამაშს ორი  განაგრძობს.
ლაშა თაბაგარი