პსჟ-ს გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში შინ ბირმინგემის „ასტონა ვილასთან“ 3:1 მოგებულ მატჩში საუცხოო გოლი გაიტანა, თამაშის შემდეგ უპასუხა კითხვას ხომ არ შთააგონა იმ ეპიზოდში ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ.
„დიეგო მარადონამ ამ გოლის დროს შთამაგონა თუ არა? მე მას ვაღმერთებ. ის ნეაპოლში ღმერთივითაა. მე მიყვარდა და ყველა დანარჩენი ადამიანები ნეაპოლში, რადგან იქ ბევრ დროს ვატარებდი, ხოლო ის ლეგენდა იყო“ – იუწყება საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის ნათქვამს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად უეფას ექსპერტებმა დაასახელეს. გარდა ამისა, უეფამ კვარაცხელია, რაისი, ლევანდოვსკი და ბასტონი კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდებაზე წარადგინეს.
კვარაცხელიამ საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 2 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა. მან საფრანგეთის თასზე 2-ჯერ ითამაშა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონდა. ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაში გამართულ 5 შეხვედრაში საკუთარ ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
ლაშა თაბაგარი
