„გაგრას“ მეორე გამარჯვება სეზონში

0
61

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურის მეორე სათამაშო დღეს პირველი მატჩი „მიხეილ მესხი 2“-ზე გაიმართა, სადაც საგარეჯოს „გარეჯმა“ „გაგრას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, დაპირისპირების ბედი ბოლო წუთებში გადაწყდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, მასპინძლების მცველმა თავისი საჯარიმოდან  ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც ვანდერსონ სილვამ მიიღო და საჯარიმოს გარედან დაბალ კუთხეში გაიტანა – 0:1.
საგარეჯოელებმა თამაში 10 კაცით დაასრულეს, რადგან მსაჯის მიერ დამატებულ მე-8 წუთზე თამაზ ცეცხლაძე გააძევეს, რადგან თორნიკე ოქრიაშვილი წააქცია, რომელიც მეკარესთან პირისპირ გადიოდა და ბოლო იმედის ჯარიმის გამო წითელი ბარათი მიიღო.
გიორგი ონიანის გაწვრთნილმა „გაგრამ“ მიმდინარე სეზონში მეორე თამაში მოიგო ერთი ფრის წილ და 7 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. თენგიზ კობიაშვილის თავკაცობით „გარეჯმა“ 4 ქულა დააგროვა და ბოლოა.
გარეჯი 0:1 გაგრა 
ლაშა თაბაგარი