ჩემპიონთა ლიგი 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნმა“ მილანის „ინტერი“ მიიღო და 1:2 დამარცხდა.
მატჩის 38-ე წუთზე მილანელთა კონტრშეტევის დროს, მარკუს ტურამმა ქუსლით კარგი პასი მისცა გუნდის კაპიტან ლაუტარო მარტინესს, რომელმაც გარე ტერფით საუცხოო გოლი გაიტანა. 85-ე წუთზე საჯარიმოში მყოფმა ლაიმერმა „ინტერის“ კარის შორეულ ძელთან ჩააწოდა და თიმას მიულერმა ანგარიში გაათანაბრა. 88-ე წუთზე „ინტერის“ კონტრიერიში ფრატეზიმ დაასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ბიჭებს უნდა მივულოცოთ. ეს უდავოდ ტოპ-დონის შედეგია, რაც ძალიან გვიხარია. ჩვენ რაღაც დასამახსოვრებელი გავაკეთეთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს თუ იმავეს „სან-სიროზე“ ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ კიდევ ერთხელ არ გავიმეორებთ.
პირველ ყოვლისა არა შედეგს, არამედ, იმას აღვნიშნავ თუ როგორ ვითამაშეთ. „ბაიერნი“ ძალიან ძლიერია, მაგრამ არცერთი სანტიმეტრი დავუთმეთ. მეტოქე ზეწოლას ცდილობდა, თუმცა ჩვენ მაღალი დონის ფეხბურთი ვითამაშეთ. ორივე საგოლე კომბინაცია ჩვენი მეკარის მიერ ბურთის თამაშში შეყვანის შემდეფ დაიწყო. შეგვეძლო არ გვეჩქარა, მაგრამ ამის მაგივრად კომბინაციის სწრაფად დაწყებას ვცდილობდით“ – იუწყება „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის სიმონე ინძაგის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
“ინტერი” საპასუხო შეხვედრას “ბაიერნთან” მილანში 16 აპრილს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





