ლონდონის „არსენალის“ მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტასთვის მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირება კარიერაში ყველაზე დიდი მატჩია. ესპანელმა სპეციალისტმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ლონდონში მადრიდელებთან დღეს გასამართა პირველ მატჩამდე ისაუბრა.
„მსურს დავინახო, რომ ჩემი მოთამაშეები „რეალის“ დასამარცხებლად მზად არიან. ის გუნდი უნდა ვიყოთ, რომელიც ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში ვართ. ასპროცენტიანია, რომ ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დიდი მატჩია.
აჟიოტაჟი იზრდება, ხალხი ძალიან დაინტერესებულია და „არსენალმა“ ასეთ დონეზე რეგულარულად უნდა ითამაშოს. სწორედ ამისთვის დავიწყე მწვრთნელობა და ამ კლუბში მოვედი. ჩვენი ისტორიიის დაწერის საუცხოო შესაძლებლობა გვაქვს და აქ ამისთვის ვართ“ – იუწყება არტეტას ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
„არსენალი“ – „რეალის“ დაპირისპისპირება ლონდონის „ემირეითსზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





