სიმონე ინძაგი: „ბაიერნი“ ფავორიტია, მაგრამ საუცხოო თამაში საჩვენებლად ჩამოვედით“

0
19

მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის სიმონე ინძაგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფაცორიტია, მიუნხენში საუცხოო თამაშის ჩასატარებლად ჩავიდნენ. მან ამის შესახებ 1/4-ფინალში „ალიანს არენაზე“ დღეს გასამართ პირველ მატჩამდე ისაუბრა.
„ბაიერნი“ გამოცდილი გუნდია, რომელსაც ჩვენსავით რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს. ძლიერი მეტოქე გვყავს, რომელიც პრესინგს კარგად თამაშობს. მიუნხენელებს ჩემპიონთა ლიგის ბოლოს სტადიამდე არაერთხელ მიუღწევიათ. „ბაიერნი“ ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტია „რეალთან“ ერთად, მაგრამ ჩვენ აქ საუცხოო თამაშის საჩვენებლად ჩამოვედით“ – ციტირებს იტალიელ სპეციალისტს Eurosport.
„ბაიერნი“ – „ინტერის“ დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი