მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის მიაჩნია, რომ „არსენალი“ სრულყოფილი გუნდია, რომლის მსგავსი ცოტაა. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ლონდონში „მეთოფეებთან“ დღეს გასამართ პირველ შეხვედრამდე განაცხადა.
„ამ ტურნირში გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ცოდნა საშუალებას გაძლევს, რომ წნეხის არ შეგეშინდეს. გამოცდილებასთან ერთად, საჭიროა გყავდეს ფეხბურთელები, რომლებიც ასეთ მატჩებში ხშირად მონაწილეობდნენ. ეს ახალგაზრდა მოთამაშეებს ეხმარება.
არტეტამ ფანტასტიკურად მუშაობს. მან „არსენალი“ ევროპულ მწვერვალებამდე მიიყვანა და მისი გუნდი იმდენად სრულყოფილია, რომელთა მსგავსი ცოტაა“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
„არსენალი“ – „რეალის“ დაპირისპისპირება ლონდონის „ემირეითსზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
