ლობჟანიძის სამი ქულა თრილერში

0
12

„ატლანტა იუნაიტედმა“, რომელშიც საბა ლობჟანიძე თამაშობს, შინ უხვგოლიან თრილერში „ნიუ იორკ სიტი“ დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ატლანტელები სამჯერ აგებდნენ, სამი ქულა მაინც აიღეს – 4:3. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა. „ატლანტა იუნაიტედი“ 8 ქულით 15 გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენეციაში მე-10 ადგილზე არიან.
კვიპროსის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფის მე-2 ტურში ლიმასოლის „არისი“ გასვლაზე ლარნაკას აეკ-ს შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. სტუმრების სასტარტოში ჩვენი ეროვნული გუნდის ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ ითამაშა, რომელიც 70-ე წუთზე შეცვალეს. „არისი“ 65 ქულით 6 გუნდში მეორეა და ლიდერ „პაფოსს“ 3 ქულით ჩამორჩება.
აპოელი თავის მოედანზე „აპოლონს“ დაუზავდა (1:1) და მასპინძლების თადარიგში მყოფი ლაშა დვალი თამაშში არ ჩართულა. „აპოელი“ 44 ქულით მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი