ლაშა ოდიშარიამ „რიგასის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ლატვიის უმაღლეს ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-4 ტურში რიგელებმა „ლიეპაიას“ უმასპინძლეს და 4:1 გაიმარჯვეს.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო და ორ წუთში, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მარცხენა ფლანგიდან საგოლე პასი საჯარიმოში ლემაჯიჩს გაუკეთა.
88-ე წუთზე ოდიშარია მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა და ერთი მცველის „მოტყუების“ შემდეგ, მახვილი კუთხიდან გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგაში 11-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი მიითალა. მოქმედი ჩემპიონი „რიგასი“ 12 ქულით 10 გუნდში პირველია.
ლაშა თაბაგარი
