ქოჩორაშვილის „ლევანტეს“ წაუგებელი სერია შეწყდა

0
55

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტეს“ წაუგებელი სერია ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში შეწყდა.
ვალენსიელები ზედიზედ 5 გამარჯვების შემდეგ, 33-ე ტურში სტუმრად „ალმერიასთან“ 0:1 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე შეცვალეს. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე პენალტიდან ლუის სუარესმა გაიტანა. „ლევანტეს“ ალმერიაში სტუმრობამდე 7 შეხვედრა არ წაეგო (5 გამარჯვება და 2 ფრე) და 59 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
უნგრეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში „ნირედჰაზა“, რომელშიც ნიკა კვეკვესკირი გამოდის, შინ „პუშკაშ აკადემიასთან“ 0:2 დამარცხდა. ჩვენი ეროვნული გუნდის ვიცეპრეზიდენტი სასტარტოში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს. „ნირედჰაზა“ 24 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი