საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მარცხენა მცველის პატრის ევრას განცხადებით, ლიონელ მესის 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონობა „აჩუქეს“.
„დიახ, ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატი 2018 წლის შემდეგ არ მოგვიგია, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ 2022 წელს მესის მსოფლიო ჩემპიონობა „აჩუქეს“. ყველაფერი უკვე წინასწარ გადაწყვეტილი იყო. ფრანგებსაც კი უნდოდათ, რომ მესის მოეგო.
პირადად წარმატებას ვუსურვებ იმ მწვრთნელს, რომელიც დეშამის შემდეგ მოვა. როდესაც მესმის ხალხის ნათქვამი: „კიდევ წელიწადნახევარი მოითმინეთ“, ჩემთვის ეს უპატივისცემულობის გამოვლინებაა“ – იუწყება ევრას ნათქვამს RMC Sport.
ლაშა თაბაგარი
