ჩემპიონთა ლიგის 2027 წლის ფინალის მასპინძელი ცნობილია

0
26

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2027 წელს მადრიდში ჩატარდება. ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციის პრეზიდენტმა რაფაელ ლუსანმა განაცხადა, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი მატჩი მადრიდის „ატლეტიკოს“ საშინაო არენა „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ შედგება.
მანამდე, უეფამ მილანში მდებარე ჯუზეპე მეაცას სახელობის „სან სიროს“ სტადიონს 2026-2027 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა.
„მილანის მუნიციპალიტეტმა ვერ მოგვცა გარანტია, რომ ქალაქ მილანში დაგეგმილი რეკოსნტრუქცია სტადიონ „სან სიროს“ და მის მიმდებარე ტერიტორიას არ შეეხება“ – განაცხადა მაშინ უეფამ.
„ვანდა მეტროპოლიტანოს“ გარდა, 2027 წელს ფინალის მასპინძლობის სურვილი ბაქოს „ოლიმპიურ“ სტადიონს ჰქონდა.
ლაშა თაბაგარი