ლობჟანიძე მესის „ინტერ მაიამისთან“ დამარცხდა

0
3

„ატლანტა იუნაიტედი“, რომლის ღირსებას საბა ლობჟანიძე იცავს, MLS-ის მორიგ ტურში შინ ლიონელ მესის „ინტერ მაიამის“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტოში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებიდან ანგარიში მე-11 წუთზე ლატე ლატმა გახსნა. მე-20 წუთზე სტუმრებიდან თავი მესიმ გამოიჩინა. 89-ე წუთზე ატლანტელტა კარი პიკაულტმა აიღო და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.
„ატლანტა იუნაიტედი“ 4 ქულით 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი