ბერიაშვილმა უნგრეთში კვეკვესკირს მოუგო

0
4

უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის 24-ე ტურში მტკ-მ, რომელშიც გიორგი ბერიაშვილი გამოდის ნიკა კვეკვესკირის „ნირედჰაზას“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
მასპინძლებში ტრავმის მორჩენის შემდეგ ცენტრალურმა მცველმა ბერიაშვილმა პირველად ითამაშა – მე-80 წუთზე შეცვლაზე შევიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ვიცეკაპიტანი კვეკვესკირი სასტარტოში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს.
მტკ 40 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა, ხოლო „ნირედჰაზა“ 24 ქულით მეათეა.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 31-ე ტურში გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ გასვლაზე „კადისთან“ 0:1 დამარცხდა. ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა სასტარტოში ითამაშა და 87-ე წუთზე შეცვალეს. „გრანადა“ 46 ქულით 22-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი