ვოლკოვმა გოლების რაოდენობა ცხრამდე გაზარდა

0
6

დავით ვოლკოვმა „ზირეს“ მაისურით ამს ეზონში აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მე-9 გოლი მიითვალა.
27- ტურში „ზირე“, რომელშიც ვოლკოვთან ერთად გიორგი პაპუნაშვილი გამოდის, სტუმრად „საბაჰს“ დაუპირისპირდა და ქულა აიღო. ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტოში პაპუნაშვილი მოხვდა, რომელიც 79-ე წუთზე შეცვლეს. ვოლკოვი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო 63-ე წუთზე „ზირეს“ სტანდარტულის შესრულების დროს მასპინძლების მცველმა თავით ბურთი ცუდად მოიგერია, ხოლო ქართველმა ფორვარდმა მახვილი კუთხიდან ყოფილ გუნდს თავით გაუტანა – 1:1. „ზირეს“ 52 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა.
ლაშა თაბაგარი