ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „მონაკოს“ კარში გატანილი გოლი საფრანგეთის ლიგა 1-ში საუკეთესოდ დაასახელეს.
21-ე ტურში პარიზელებმა „მონაკო“ მიიღეს და 3:1 დაამარცხეს. სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა 54-ე წუთზე ბარკოლას გადაცემის შემდეგ, ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და ფინტით როგორც მცველი, ასევე მეკარე დააწვინა, რასაც ზუსტი დარტყმა მიაყოლა – 2:1. ის პირველი ქართველო ფეხბურთელი გახდა, რომელმაც თავი ევროპის ტოპ 5-ის ორ ლიგაში გამოიჩინა. მანამდე, მან „ნაპოლის“ მაისურით იტალიის ჩემპიონატში არაერთი გოლი გაიტანა.
კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირში 13-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო (ერთხელ ჩემპიონთა ლიგაში) და 3 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ერთხელ პენალტი მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი
