თბილისის „იბერია“ ევროპა ლიგის ფაზაში ვერ გავიდა. უკრაინელის ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა გუნდი პლეი-ოფის პირველ მატჩში სტუმრად ბიალისტოკის „იაგელონიასთან“ 0:4 დამარცხდა, ხოლო საპასუხო შეხვედრა პოლონელებთან შინ 1:2 წააგო. თუმცა, თბილისელებისთვის 2026-2027 წლების ევროსეზონი არ დასრულებულა, რადგან კონფერენს ლიგის ფაზაში იასპარეზებენ, რომლიც კენჭისყრა ხვალ გაიმართება.
„მიხეილ მესხზე“ შემდგარი მატჩის მე-4 წუთზე ჯარიმის შესრულების დროს გიორგი ჯინჯოლავამ სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა და ალექსანდრე ამისულაშვილის თავურის მერე, მეკარემ ბურთი ხელებში დააფიქსირა. „იაგელონიას“ კარის დარაჯმა უმალვე „იბერიას“ ნახევარზე შმუტი მოძებნა, რომელმა მეკარესთან პირისპირ იმასი გაიყვანა – ეს უკანასკნელი გიორგი მაკარიძეს გაცდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
მე-11 წუთზე „იბერიამ“ კუთხური გაითამაშა და მარჯვენა ფლანგიდან ამისულაშვილის პასის მერე, ნიკა სიხარულაშვილმა პოლონელთა საჯარიმოში ერთი შეხებით დაამუშავა ბურთი, რომელიც მეორე შეხებით კარს ააცილა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში შეტევაში ჩართული ჯინჯოლავამ მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ძლიერი დარტყმის მერე, ბურთი კარს გადააცილა.
მე-18 წუთზე შმუტმა თბილისელთა საჯარიმოში სამ ფეხბურთელს გვერდი აუარა და კარს ბურთი მცირე მანძილით ააცილა. 30-ე წუთზე „იაგელონიამ“თავისი ნახევრიდან კარგი კონტრშეტევა დაიწყო და შმუტმა თავით საჯარიმოში გადაცემა თანაგუნდელს გაუკეთა, მაგრამ ბურთი ხელში გიორგი ქობულაძეს მოხვდა, რის გამო მსაჯმა პენალტი დანიშნა. იმასმა პირველი თამაშის მსგავსად თერთმეტმეტრიანი ისევ გამოიყენა.
35-ე წუთზე „იაგელონიას“ საჯარიმოში სტუმართა მცველის თავიდან ზვიად ნაჭყებიას მიუვიდა ბურთი, რომელიც ერთი შეხებით გააჩერა და მეორეთი „ცხრიანში“ ჩასვა.
47-ე წუთზე იმასმა თბილისელთა საჯარიმოშ „კედელი“ პრელეცთან გაითამაშა და მაკარიძესთან მარტო აღმოჩენილმა თავით ბურთი კარს ააცილა. ორ წუთში თავის ნახევარზე გიორგი ქობულაძის დაშვებული შეცდომის მერე, პრელეცმა საჯარიმოში ამჯერად ქუსლით გადააწოდა ბურთი იმასს, რომელმაც ცუდად დაარტყა.
55-ე წუთზე ნიკა სიხარულაშვილმა ერთ მოწინააღმდეგეს გაექცა და დაახლოებით 18 მეტრიდან დაარტყა – მეკარემ ბურთი გაჭირვებით უკუაგდო. 61-ე წუთზე სტუმართა ფეხბურთელმა მოედნის ცენტრში ბურთზე აშკარად ხელით ითამაშა, მაგრამ მსაჯმა თამაში არ გააჩერა, ხოლო „იაგელონიას“ კონტრშეტევა შმუტმა კარში დარტყმით დაასრულა – მასპინძლები გოლის გაშვებას მაკარიძემ გადაარჩინა.
65-ე წუთზე ნიკა დადიანმა კარგად მოძებნა პოლონელთა საჯარიმოში ნაჭყებია მოძებნა, რომელმაც ბურთი მეკარისგან მარცხენა „ცხრიანში“ უზუსტოდ გაგზავნა. 70-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ შორს გასულმა მაკარიძემ მარჯვენა ფრთაზე ძალიან ცუდად ითამაშა და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ „იაგელონიას“ კონტრშეტევისას იმასის პასი კლინგემ სტუმრები დააწინაურა. 77-ე წუთზე ჯარიმის გათამაშების დროს, გიორგი კუციამ „იაგელონიას“ საჯარიმოში პასი ლუქსემბურგელ მცველ ვაჰიდ სელიმოვიჩს მისცა, რომლის ერთი შეხებით ჩაწოდების მერე, ბრაზილიელ ლუკას კაფეს გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა. ერთ წუთში მაკარიძემ ფეხის ტრავმის გამო მოედანი დატოვა და კარში თორნიკე მეგრელიშვილი ჩადგა.
მე-80 წუთზე „იაგელონიას“ საჯარიმოში მყოფმა ამირან ძაგანიამ ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა და მცველმა ბურთი დაბლოკა. 87-ე წუთზე ძაგანიას კიდევ ერთხელ ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შანსი, როდესაც ლუკას კაფესგან ბურთი საჯარიმოში მიიღო და დაარტყა, თუმცა, მცველმა მიზნის მიღწევაში ხელი შეუშალა.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ნაჭყებიამ მიიღო ბურთი და შორეულ კუთხეში მოჭრა, რომელსაც კარის ხაზზე მდგომმა კოზლოვსკიმ თავი შეაგება და „იაგელონია“ აშკარა გოლისგან იხსნა.
„იბერია“ (თბილისი) – „იაგელონია“ (ბიალისტოკი) 1:2 (1:1)
27 აგვისტო. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
„იბერია“: მაკარიძე (მეგრელიშვილი, 78), ქობულაძე ( ფიგერედო, 71), ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, ქარდავა, დადიანი ( კუცია, 71), ალჰასანი, ენდე (ძაგანია, 64), ნაჭყებია, სიხარულაშვილი (კაფე, 71)
მთავარი მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო.
„იაგელონია“: აბრამოვიჩი, ვოიტუშეკი, ვიტალი, კობაიაში, მონტოია, აგბონიფო (სოუ, 46), რომანჩუკი (დრახალი, 78), კლინგე, შმუტი (კონსეისაო, 73), იმასი (კრაშიევიჩი, 73), პრელეცი (სილა, 78).
მთავარი მწვრთნელი: ადრიან სემენეცი.
გოლები: 0:1 იმასი (31, პენ.), 1:1 ნაჭყებია (35), 1:2 კლინგე (70)
გაფრთხილება: ენდე (37), ალჰასანი (60), ნაჭყებია (74), ჯინჯოლავა (84).
მთავარი მსაჯი: სიმონე სოცა (იტალია).
ლაშა თაბაგარი





