რაფინია ჩემპიონთა ლიგაში/ჩემპიონთა თასზე ერთსეზონში გატანილი გოლების რაოდენობით ბრაზილიელ ფეხბურთელებს შორის რეკორდსმენი გახდა.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში „ბარსელონამ“ სტადიონ „მონჟუიკზე“ ლისაბონის „ბენფიკას“ 3:1 მოუგო, ხოლო ბრაზილიის ეროვნული ნაკრების გარემარბმა დუბლი შეასრულა. ერთი გოლი ლამინ იამალის ანგარიშზეა.
რაფინიამ მიმდინარე სეზონში მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო. მან რივალდოს (1999-2000), ნეიმარის (2014-2015), კაკას (2006-2007), რობერტო ფირმინოს (2017-2018) და მარიო ჟარდელის (1999-2000) რეკორდი გააუმჯობესა, რომელთაც 10-10 გოლი გაიტანეს. რაფინია ჩემპიიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.
„ბარსელონა“ 1/4-ფინალში „ლილსა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. კატალონიელები 1/4-ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდნენ. მანამდე, ამას სამი სეზონი ვერ ახერხებდნენ.
ლაშა თაბაგარი
