
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების გარემარბმა ბრედლი ბარკოლამ „ლივერპულთან“ პირადი კონტრაქტი შეათანხმა, რის შესახებ ჟურნალისტი ნიკოლა სკირა იუწყება.
23 წლის ფეხბურთელი თანახმაა ინგლისურ გრანდთან ხელშეკრულება 2032 წლის ზაფხულამდე გააფორმოს, რადგან შეთავაზებულმა ხელფასმა დააკმაყოფილა. მას პსჟ-სთან 2028 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი, რომლის გახანგრძკივება იუარა.
პარიზელებს ბარკოლას სანაცვლოდ 170 მილიონი ევროს მიღება სურთ, ხოლო „ლივერპული“ 100 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს.
ბარკოლა პსჟ-ში 2023 წელს „ლიონიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 152 მატჩში 39 გოლი გაიტანა. მან პარიზელებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი 3-ჯერ, საფრანგეთის თასი 2-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ, ხოლო ევროპის უეფას სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი თითოჯერ მოიგო.
ლაშა თაბაგარი




