ჯონ სტოუნსი კარიერას მილანის „ინტერში“ განაგრძობს. იტალიელი ჟურნალისტის ლუკა დი მარციოს ინფორმაციით, 32 წლის მცველი მილანელებს სიტყვიერად უკვე შეუთანხმდა და მხარეები საჭირო ფორმალობებს უახლოს პერიოდში მოაგვარებენ.
ინგლისის ეროვნულ ნაკრების ფეხბურთელს „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ამოეწურა და ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. ის „ინტერთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში ხელფასის სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს.
სტოუნსი „სიტიში“ 2016 წლიდან გამოდიოდა და გუნდის კაპიტანიც იყო. მან მანჩესტერელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 295 მატჩში 19 გოლი გაიტანა.
სტოუნსმა „სიტისთან“ ერთად ინგლისის პრემიერლიგა 6-ჯერ, ინგლისის ასოციაციის თასი 3-ჯერ, ინგლისის ლიგის თასი 3-ჯერ, ინგლისის სუპერთასი 2-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა, უეფას ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი თითოჯერ მოიგო. ის ინგლისის ნაკრებში 2014 წლიდან თამაშობს და 64 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე სტოუნსმა 5-ჯერ ითამაშა და ინგლისელებთან ერთად ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი





