კეინი ინგლისელებში გალიდერდა

0
27

ჰარი კეინი პირველი ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ერთ სეზონში 10 გოლი გაიტანა.
1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნმა“ სტუმრად ლევერკუზენის „ბაიერი“ 2:0 დაამარცხა. კეინმა ანგარიში 62-ე წუთზე გახსნა, ხოლო 71-ე წუთზე თავი ალფონსო დევისმა გამოიჩინა.
„ბაიერნი“ 1/4-ფინალში მილანის „ინტერს“ შეხვდება, რომელმაც ორი მატჩის ჯამში „ფეინოორდი“ დაამარცხა (2;0, 2:1).
კეინი „ბორუსიას“ ფორვარდ გირასისთან ერთად მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირებში მეორე ადგილზე. ის რაფინიას ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 11 გოლია.
მიმდინარე სეზონში ინგლისელმა „ბაიერნის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 36 მატჩში 32 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი