ბერიაშვილმა სეზონი სამი ქულით დაიწყო

0
11

მტკ-მ, რომელშიც ილია ბერიაშილი გამოდის, უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში სეზონი გამარჯვებით დაიწყო. პირველ ტურში ბუდაპეშტელებმა „ზალაეგერშეგი“ მიიღეს და 3:0 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს, ხოლო შესვენების შემდეგ მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანეს. ბერიაშვილი მტკ-ში მესამე სეზონია გამოდის და სასტარტო შემადგენლობაში სტაბილურად თამაშობს. მას ჩვენს ეროვნულ გუნდში მიმდინარე წლის 26 მარტს თბილისში ისრაელთან 2:2 დასრულებულ ამხანაგურ მატჩში ჰქონდა და სულ ოთხი შეხვედრა ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი