ლამინ იამალი ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.
„ბარსელონამ“ 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში ლისაბონის „ბენფიკას“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. იამალმა მე-11 წუთზე რაფინიას საგოლე პასი მისცა, ხოლო 27-ეზე მეტოქის კარი აიღო.
მან ეს 17 წლისა და 241 დღის ასაკში მოახერხა და ბრენ ემბოლოს მიღწევა გააუმჯობესა, რომელმაც 2014 წელს „ბაზელის“ მაისურით 17 წლის ადა 263 დღისამ „ლუდოგორეცთან“ ბურთი შეაგდო და საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





