გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში საუკეთესო მეკარედ დაასახელეს, რის შესახებ ამ ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
განვლილ ტურნიში „ვალენსიამ“ შინ „ვალიადოლიდი“ 2:1 დაამარცხა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა. შეხვედრის მიწურულს, მან ლატასას ძალიან სახიფათო თავური დარტყმის შემდეგ, მასპინძლები გოლის გაშვებას გადაარჩინა.
ამ მსეზონშიუ ამარდაშვილი ტურის საუკეთესო მეკარედ მეორედ აღიარეს. პირველად, ეს მე-3 ტურში მოხვდა, როდესაც „ვალენსია“ სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკთან“ 0:1 დამარცხდა, მაგრამ ქართველმა მეკარემ მაღალ დონეზე ითამაშა.
“ვალიადოლიდთან” გამარჯვების წყალობით „ვალენსიამ“ 27 ქულა დააგროვა და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





