ეგოიანმა უტრეხტში მოიგო, მამაგეიშვილი განაცხადს მიღმა

0
6

არნემის „ვიტესმა“, რომელშიც ირაკლი ეგოიანი გამოდის, ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონის 25-ე ტურში სტუმრად „უტრეხტი II“-ს 2;0 მოუგო. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. არნემელებიდან მე-3 წუთზე ანგარიში დე რეგტმა გახსნა, ხოლო 10 წუთში ბიუტნერმა პენალტი გაიტანა. 20 წლის ეგოიანმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 28 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. მან ნიდერლანდების თასზე ერთხელ ითამაშა და 1 ბურთი შეაგდო. სეზონის წინ ფინანსური პრობლემების გამო „ვიტესს“ 27 ქულა დააკლეს და 8 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 25-ე ტურში „ფამალიკაიომ“, რომელსაც ზამთარში ოთარ მამაგეიშვილი შეუერთდა, შინ :რიუ ავეს“ 1:0 აჯობა. ჩვენი ახალგაზრდულის ნახევარმცველი განაცხადში ვერ მოხვდა. „ფამალიკაო“ 34 ქულით 18 გუნდში მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი