პსჟ-ს მორიგი სამი ქულა – კვარაცხელიამ შეცვლაზე საუცხოოდ ითამაშა

0
38

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია ლიგა 1-ის 25-ე ტურში „რენთან“ შეხვედრაში სასტარტოში არ დააყენა.
თუმცა, პარიზელებს სტუმრად მორიგი სამი ქულის აღება არ გაჭირვებიათ. 27-ე წუთზე ანგარიში დეზირე დუეს პასით ბარკოლამ გახსნა – 0:1. მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში ბარკოლას გადაცემით გონსალუ რამუშმა პსჟ-ს უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. 52-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი ბრასიემ გამოიჩინა. კვარაცხელია თამაშში 65-ე წუთზე ნევეშის ნაცვლად ჩაერთო. ის მეტოქის კარს ორჯერ შორი მანძილიდან დაემუქრა, მაგრამ ბურთი კარს გადაცდა. ამის შემდეგ, კვარაცხელიამ თავის ნახევარზე მასპინძლების ფეხბურთელს ბურთი წაართვა და საჯარიმოში შესულმა პასი უსმან დემბელეს მისცა, რომელმაც ცარიელ კარში ცუდად დაარტყა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე კვარაცხელიამ რეიდი პსჟ-ს ნახევრდინა წამოიწყო და მეკარესტან პირისპირ ჰაკიმი გაიყვანა, მაგრამ მაროკოელმა მცველმა არ დაარტყა და  უსმან დემბელეს გაატანინა. ამ უკანასკნელმა ორ წუთში დუბლი შეასრულა და ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობა თვრამეტამდე გაზარდა.
პსჟ 65 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია, ხოლო მომდევნო შეხვედრას 11 მარტს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში სტუმრად „ლივერპულთან“ ჩაატარებს. ლუის ენრიკეს გაწვრთნილებმა პირველი თამაში შინ ინგლისელებთან 0;1 წააგეს.
ლაშა თაბაგარი