მიქაუტაძემ საუკეთესოს პრიზი ჩაიბარა

0
12

ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში “ვილიარესლმა”, რომლის ერთ-ერთ ლიდერად გიორგი მიქაუტაძე ჩამოყალიბდა, შინ ” ელჩე” 2:1 დაამარცხა. მატჩის დაწყების წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო ჩაიბარა. მან გასული თვის ოთხ მატჩში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. მიქაუტაძეს თავის გამოჩენა განვლილ ტურშიც შეეძლო, როდესაც მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი სამ ფეხბურთელს გაცდა და კარში დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი ფეხით მოიგერია. მან შეუცვლელად ითამაშა. ” ვილიარეალი” 54 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.

ლაშა თაბაგარი