“შტურმმა”, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი და გიზო მამაგეიშვილი გამოდიან, ავსტრიის ბუნდესლიგაში სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა. 22-ე ტურში გრაცელებმა “ალტახი” მიიღეს და 2:0 აჯობეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა სასტარტოში ითამაშა და 78-ე წუთზე ჩვენი ახალგაზრდულის ექსფეხბურთელმა მამაგეიშვილმა შეცვალა. “შტურმი” 38 ქულით ბუნდესლიგაში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





