მამარდაშვილის „ვალენსიამ“ გასავარდნ ზონას თავი დააღწია

0
17

„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, გასავარდნ ზონას თავი დააღწია.
ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში ვალენსიელებმა ბოლო ადგილზე მყოფ „ვალიადოლიდს“ უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა შეუცვლელად ჩაატარა.
მასპინძლებიდან მე-7 წუთზე ანგარიში დავიდ ლოპესმა გახსნა, ხოლო მე-40 წუთზე მამარდაშვილი თავისი საჯარიმოდან პასს თანაგუნდელს უკეთებდა, მაგრამ ბურთი ლატასას ჩააბარა, რომელმაც საპასუხო გოლი გაიტანა. 58-ე წუთზე სადიქმა „ვალიადოლიდის“ კარი აიღო და ეს გოლი შეხვედრაში უკანასკნელი აღმოჩნდა.
ამ გამარჯვების წყალობით „ვალენსიამ“ 27 ქულა დააგროვა და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი