რუსეთის ეროვნული ნაკრების და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის იური სიომინის აზრით, კვარაცხელია, დემბელე, ბარკოლას თავდასხმის ტრიო, საკლუბო დონეზე საუკეთესოა.
„ხვიჩა საფრანგეთის საუკეთესო კლუბში და ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს. მისი პსჟ-ში გადასვლა დროული გადაწყვეტილება იყო. კარგად ჩანს თუ როგორი სიამოვნებით გადის მოედანზე და უმაღლეს დონეს აჩვენებს.
ის ევროპული ფეხბურთის „ვარსკვლავია“. შესაძლოა ითქვას, რომ მსოფლიოსიც. ამჟამად, პსჟ-ს შემტევი ტრიო – დემბელე, ბარკოლა და ხვიჩა, საკლუბო დონეზე საუკეთესოა“ – იუწყება სიომინის ნათქვამს რუსული მედია.
ლაშა თაბაგარი
