„მილანმა“ ამერიკის შეერთებული შტატების 16-წლამდელთა ნაკრების მცველი ესტინ მბაიე დაიმატა, რომელიც მანამდე „ნიუ იორკ რედ ბულსში“ გამოდიოდა, იუწყება ESPN.
ახალგაზრდა ფეხბურთელი იტალიურ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მაგრამ ამერიკული კლუბი ფიფას სტატუსია და ტრანსფერების რეგლამენტის თანახმად კუთვნილ თანხას მიიღებს.
მბაიეს გერმანული პასპორტი აქვს და ამან საშუალება მისცა ევროპაში არა 18, არამედ, 16 წლის ასაკში გაემგზავროს. გამომდინარე იქიდან, რომ ის წარმოშობით სენეგალელია, ამ ქვეყნის ნაკრებში თამაშის საშუალებაც აქვს.
ლაშა თაბაგარი





