მიქაუტაძის მწვრთნელი: „სერიოზულ უსამართლობას ვგრძნობ“

0
54

გიორგი მიქაუტაძის „ლიონის“ მთავარ მწვრთნელ პაულუ ფონსეკას მიაჩნია, რომ მისთვის 9-თვიანი დისკვალიფიკაციის მიცემა სერიოზული უსამართლობაა. საფრანგეთის ლიგა 1–ის 24-ე ტურში „ლიონმა“ შინ „ბრესტი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო შეხვედრის მიწურულს პორტუგალიელი სპეციალისტი მსაჯის გადაწყვეტილებამ აღაშფოთა, რაც არ დამალა და წითელი ბარათი მიიღო. ამის შემდეგ, ის არბიტრ ბენუა მიიოსთან მივიდა და შუბლი შუბლზე მიადო, რის გამო გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
„ამ გადაწყვეტილების გამო სერიოზულ უსამართლობას ვგრძნობ. მინდა განვაცხადო, რომ მსაჯს არ შევხებივარ და ფიზიკური აგრესიის გამოხატვა არ მსურდა. ჩემთვის მთავარი კლუბისა და ამ წარმოუდგენელი შემადგენლობის მხარდაჭერაა.
ამ ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის მიუხედავადა მუშაობის გასაგრძელებლად მზად ვარ. ჩვენ გამოსავალი ერთად უნდა მოვძებნოთ და გუნდი საუკეთესოდ უნდა დავაორგანიზოთ, რათა მატჩებისთვის მოვემზადოთ“ – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
ლაშა თაბაგარი