ნოიერს გოლის აღნიშვნა ძვირად დაუჯდა

0
20

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი ტრავმის გამო მინიმუმ 3-4 მატჩს გამოტოვებს. 38 წლის ფეხბურთელმა მარჯვენა წვივის ორთავა კუნთი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში შინ ლევერკუზენის „ბაიერთან“ 3:0 მოგებულ შეხვედრაში გოლის აღნიშვნის დროს დაიზიანა. 54-ე წუთზე მუსიალას დარტყმის შემდეგ, მიუნხენელები 2:0 დაწინაურდნენ, ხოლო ნოიერმა ემოცია ვერ მოთოკა, რაც ძვირად დაუჯდა და საბოლოოდ, შეცვალეს.
გერმანიის ეროვნული ნაკრების გოლკიპერის მაგივრად უახლოეს მატჩებში მიუნხენელთა კარს 21 წლის იონას ურბიგი დაიცავს.
ლაშა თაბაგარი