„კოპენჰაგენმა“, რომლის ღირსებას გიორგი გოჩოლეიშვილი იცავს, კონფერენს ლიგის 1/4-ფინალში გასვლის საკითხი ძალიან გაირთულა. დანიელებმა 1/8-ფინალის პირველი მატჩი ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიჩნეულ ლონდონის „ჩელსისთან“ ჩაატარეს და 1:2 წააგეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 47-ე წუთზე კუკურელიას პასი ანგარიში რის ჯეიმსმა გახსნა. 65-ე წუთზე არგენტინელმა ენცო ფერნანდესმა სტუმრების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე გაბრიელ პერეირამ გაიტანა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ლონდონში 13 მარტს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი
