თბილისის “დინამომ” უკრაინელი მარცხენა მცველი ბოგდან პოტალოვი და ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ადრიან სესარ როდრიგესი დაიმატა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
22 წლის პოტალოვი “მარიუპოლის” აღზრდილია, შემდეგ კი გერმანულ “ბაიერნ ჰოფსა” და “ბაიროთში” გამოდიოდა. პოტალოვმა “დინამოსთან” კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა.
19 წლის ბრაზილიელი “ფლუმინენსეს” აკადემიის აღზრდილია და “დინამოსთან” ხელშეკრულება 1+1 სისტემით დადო.
ლაშა თაბაგარი
