„ჰაიდენჰაიმმა“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში მორიგი წარუმატებელი შეხვედრა ჩაატარა. 24-ე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ შინ მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ შეხვდა და სამი უპასხუო გოლი გაუშვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსმხმელი, რომელსაც ზამთარში „ჰაიდენჰაიმში“ გადასვლის შემდეგ ჯერ გოლი არ გაუტანია, პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
შეხვედრის მე-8 წუთზე ანგარიში ჰაკმა გახსნა, ხოლო ნგუმუმ მე-18 წუთზე სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა. 59-ე წუთზე ჰაკმა დუბლი შეასრულა. „ჰაიდენჰაიმს“ ზედიზედ 8 მატჩია არ მოუგია (2 ფრე და 6 წაგება) – 15 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
იტალიის სერია B-ს 28-ე ტურში „სალერნიტანა“ გასვლაზე „ჩეზენასთან“ 0:2 დამარცხდა. სტუმრებში ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 90-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „სალერნიტანა“ 26 ქულით 20 გუნდში მე-19 პოზიციაზეა.
„ფროზინონემ“ შინ „მანტოვას“ 2:1 აჯობა. მასპინძლებში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდმა გიორგი კვერნაძემ 87-ე წუთიდან ითამაშა. „ფროზინონე“ 27 ქულით მეთვრამეტეა.
ლაშა თაბაგარი
