გერმანიის საუკეთესო მწვრთნელის წარმატებული დებიუტი ეროვნულ ლიგაში

0
22

ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიჩნეულმა ქუთაისის „ტორპედომ“, რომელსაც სათავეში გერმანიის 2015-2016 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელი დირკ შუსტერი ჩაუდგა, სეზონი „გაგრასთან“ სტუმრად გამარჯვებით დაიწყო.
22-ე წუთზე გიორგი ხარებაშცილმა დაახლოებით 22 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და სერბმა მეკარე ფილიპ კლიაიჩმა ნახტომში „ტორპედო“ გოლის გაშვებას გადაარჩინა.
30-ე წუთზე ქუთაისელთა შეტევის დროს ირაკლი ბიძინაშვილმა კარის ახლოდან დაარტყა და ბელარუსმა მეკარე რომან სციაპანუმ ბურთი მოიგერია.
32-ე წუთზე მასპინძლების ნახევარზე „ტორპედომ“ სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშა, რომელიც დაახლოებით 20 მეტრიდან ცოტნე ფაცაციამ დარტყმით დაასრულა და ანგარიში გახსნა. ამ ეპიზოდში სციაპანუს უფრო დამაჯერებლად თამაში მართებდა,
38-ე წუთზე ქუთაისელთა ახალწვეულმა გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა გიორგი კოხრეიძემ კუთხური ჩააწოდა და გუნდის კაპიტნის მერაბ გიგაურის სახიფათო თავურის შემდეგ, სციაპანაუმ ბურთი კუთხურზე უკუაგდო. 56-ე წუთზე ხარებაშვილმა მარცხენა ფლანგიდან შეუტია და პასი გიორგი პაპუაშვილს გაუკეთა, რომელმაც საჯარიმოს ხაზიდან ბურთი შორეულ კუთხეში „ჩასვა“ – 1:1.
ერთ წუთში ქუთაისელთა საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა ვანდერსონ სილვამ ბურთი ხარებაშვილს გადააწოდა, რომელაც ერთი შეხებით დაარტყა და ბურთი ძედა ძელს მოხვდა. 61-ე წუთზე ბრაზილიელი ბორჟესის დარტყმის მერე, კლიაიჩმა ბურთი ხელებში მეორე ცდით დააფიქსირა.
74-ე წუთზე მოწინააღმდეგის ნახევარზე მყოფმა ფაცაციამ ბურთი მარცხენა ფლანგზე კოხრეიძეს გადააწოდა, რომელიც მეურვეს გაექცა და საჯარიმოში გამჭოლი პასი გააკეთა, ხოლო შორეულ ძელთან მდგომმა ბრაზილიელმა ფელიპე პირესმა ერთი შეხებით გაიტანა – 1:2. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და ქუთაისელები სახლში სამი ქულით დაბრუნდნენ.
გაგრა 1:2 ტორპედო 
ლაშა თაბაგარი